|
2017-10-05 18:48:13, 2429 ნახვა
მსოფლიო
საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტს 9 ოქტომბერს სესიის გამართვა აუკრძალა
ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 9 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტს სესიის გამართვა აუკრძალა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლოში სარჩელი კატალონიის "სოციალისტური პარტიის" წევრებმა შეიტანეს. მედიის ცნობით, სოციალისტური პარტია ეწინააღმდეგება ესპანეთიდან გამოყოფას. სასამართლოში აღნიშნეს, რომ მსგავსი სესია დეპუტატების უფლებებს დაარღვევდა. სასამართლომ დაადგინა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია კონსტიტუციას დაარღვევს, ხოლო სესიის ჩატარების ნებისმიერი მცდელობა უკანონოდ ჩაითვლება. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)