|
2017-10-05 14:08:26, 1861 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე კომპანია GWP-ის ხელმძღვანელობას შეხვდა
„მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა განხორციელების პროცესში მერიისა და GWP-ის მუშაობა თანხვედრაში უნდა მოვიდეს და ისე არ მოხდეს, რომ ჯერ, მაგალითად, გზის საფარი დაიგოს და ამას, შემდეგ, წყალგაყვანილობის სამუშაოების გამო, გადათხრა მოჰყვეს“, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, კომპანია მზად არის მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციები განახორციელოს და წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაცია განაგრძოს. „მოვისმინეთ კომპანიის საინვესტიციო გეგმები და ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რადგან ქსელი მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, შემიძლია კონკრეტული რაიონები დაგისაახელოთ, სადაც მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა, ისეთი, როგორიც არის სამგორის რაიონი, ისანი და შესაბამისად, ამ კომპანიას დაგეგმილი აქვს, მომავალი სამი წლის განმავლობაში 200 000 მილიონი დახარჯოს ამ პრობლემების შესამსუბუქებლად. გარდა ამისა, ჩვენი თხოვნა იყო, დაზიანების შესახებ ზარზე სწრაფი რეაგირება მოხდეს, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. GWP -ის გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის განმარტებით, კომპანია ინვესტიციებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურ განვითარებაში ჩადებს. „მოგეხსენებათ, როდესაც ხდება ქუჩების რეაბილიტაცია, ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ქსელების რეაბილიტაციაზე. ამის ნათელი მაგალითია პეკინის გამზირის პროექტი, სადაც კომპანიამ სრულად უზრუნველყო ამ ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. კომპანია სისტემის სრულ რეაბილიტაციაზე ახალი გამოცდილებით მუშაობს და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში კომპანიასთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ იქნება“, - განაცხადა გიორგი ცხადაძემ. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატსა და კომპანია GWP-ის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა თბილისის წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)