17:17 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 18:30:05, 2465 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: ჩრდილოეთ კორეის ატომური ბომბის შესახებ ჯერ კიდევ 2001 წელს ვიცოდი

2001 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მითხრა, რომ ატომური ბომბი აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ცდები უფრო მეტად რუსეთს აწუხებს, ვიდრე აშშ-ს.

"2001 წელს იაპონიაში ჩასვლამდე მე ვიყავი ჩრდილოეთ კორეაში და შევხვდი დღევანდელი ლიდერის მამას. მან ჯერ კიდევ მაშინ მითხრა, რომ მათ აქვთ ატომური ბომბი. მეტიც, მან მითხრა, რომ ჩვეულებრივი საარტილერიო დანადგარებიდანაც შეეძლო სეულის დაბომბვა. ეს იყო ჯერ კიდევ 2001 წელს, ახლა კი 2017 წელია. ქვეყანას, რომელიც მუდმივად სანქციების პირობებში ცხოვრობს, ახლა ატომურის ნაცვლად, წყალბადის ბომბიც აქვს. ჩვეულებრივი საარტილერიო რაკეტების მაგივრად ახლა 5 ათასი რაკეტა აქვთ, რომლის გაშვება 2 700-კილომეტრიან მანძილზე არის შესაძლებელი. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ცდების პოლიგონი რუსეთიდან 200 კილომეტრში მდებარეობს", - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics