17:16 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 13:26:50, 2311 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ლას-ვეგასის თავდამსხმელზე: სტივენ პედოკი იყო ავადმყოფი, შეშლილი ადამიანი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლას-ვეგასში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ტრამპმა თავდამსხმელ სტივენ პედოკს, შეშლილი და ავადმყოფი ადამიანი უწოდა.

"ლას-ვეგასში მომხდარი საზარელი თავდასხმის განმხორციელებელი, 64 წლის სტივენ პედოკი იყო ავადმყოფი, შეშლილი ადამიანი. ვფიქრობ, მას ბევრი პრობლემა ჰქონდა, ჩვენ ახლა მის წარსულს ვსწავლობთ“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპს შეკითხვა იარაღის კონტროლზეც დაუსვეს.

ტრამპის თქმით,  დროთა განმავლობაში, ამერიკის მთავრობა განიხილავს ამ საკითხს, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ლას-ვეგასში, მუსიკალურ ფესტივალზე სროლა იყო, რის შედეგადაც 59 ადამიანი დაიღუპა, 527 კი, დაშავდა. 64 წლის სტივენ პედოკმა სასტუმროს ნომრიდან ფესტივალზე შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 42 ერთეული იარაღი აღმოაჩინა. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების თქმით, პედოკი მათი "ჯარისკაცია", რომელიც დაჯგუფებაში რამდენიმე თვის წინ გაწევრიანდა. თუმცა, პოლიცია ამ ინფომრაციას არ ადასტურებს, პედოკსა და ტერორისტებს შორის კავშირის არ არსებობის გამო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics