20:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 14:12:42, 3317 ნახვა

ეკონომიკა
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ 364 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება

მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით, 949 მილიონ 25 ათასი ლარით იზრდება და 12 მილიარდ 364 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მილიონი ლარით განისაზღვრა, მათ შორის:

შემოსავლები - 10 120.0 მლნ ლარი - საგადასახადო შემოსავლები - 9 470.0 მლნ ლარი; გრანტები - 265.0 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 100.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 165.0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები 385.0 მლნ ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 364.6 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911.6 მლნ ლარს, გრანტები - 165.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 288.0 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 504.6 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება - 1 397.5 მლნ ლარი; საქონელი და მომსახურება - 1 188.3 მლნ ლარი; პროცენტი - 550.0 მლნ ლარი; სუბსიდიები - 437.9 მლნ ლარი; გრანტები - 1 303.0 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 3 413.0 მლნ ლარი; სხვა ხარჯები - 1 214.9 მლნ ლარი.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროზე დღეს დარეგისტრირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics