2017-09-28 19:00:56, 2613 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადას დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
სოციალურ ქსელში უკრაინელი დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კიევის საოლქო საბჭოში „პეტრო პოროშენკოს ბლოკისა“ და „ბატკივშინას“ დეპუტატებმა იჩხუბეს.
დაპირისპირების მიზეზი საბჭოს ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვნა გახდა. პოროშენკოს პარტია ითხოვდა მის გადაყენებას, რა დროსაც „ბატკივშინას“ დეპუტატმა ხელმძღვანელის დაცვა დაიწყო. აღნიშნულს კამათი მოჰყვა. კამათი კი, ხელჩართულ ჩხუბში მალევე გადაიზარდა, რის შედეგადაც დეპუტატმა ვიტალი კარლიუკმა მძიმე ტრავმა მიიღო. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გამოკვლევების შედეგად, დეპუტატს ტვინის შერყევა და ყბის მოტეხილობა დაუდგინდა.
ავტორი: ,