2017-09-28 10:48:53, 2304 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთული საფრთხის გამო მიიღო. კერძოდ კი, აბეს განმარტებით, ქვეყანაში 22 ოქტომბერს ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.
„ეს იქნება არჩევნები, რომელიც მოითხოვს პასუხს კითხვაზე, როგორ დავიცვათ იაპონია და მისი მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრება. ამ არჩევნებმა იაპონიის მომავალი უნდა განსაზღვროს“,- განაცხადა აბემ.
ოპოზიციამ აბეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრემიერმა პარლამენტი მისთვის უხერხული გამოძიების შეწყვეტის გამო დაითხოვა.
ცნობისთვის, საუბარია გამოძიებაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს სინძო აბეს კავშირი საგანმანათლებლო ორგანიზაციების უკანონო მაქინაციებთან.
ავტორი: ,