|
2017-09-27 15:54:46, 1858 ნახვა
საზოგადოება
სუბარი: გმირების დაღვრილი სისხლი და ჩვენი სიმტკიცე არის იმის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება
ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ. „სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი შესრულდა. ეს არის ტკივილი, როდესაც ასეულობით ათასი ადამიანი მოწყდა თავის მიწას. გმირების დაღვრილი სისხლი და ჩვენი სიმტკიცე არის იმის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ყველა ადამიანი დაუბრუნდება თავის სახლს. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ამაზე მეტყველებს ისტორიის ლოგიკაც და ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)