2017-09-27 15:15:40, 2488 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: პოროშენკოს დაბადების დღეზე პუტინმა ძალიან ცინიკური საჩუქარი გაუკეთა - აფეთქებები ვინიცაში
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ქალაქ კალინოვკაში მომხდარ აფეთქებაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„პოროშენკოს დაბადების დღეზე პუტინმა ძალიან ცინიკური საჩუქარი გაუკეთა - აფეთქებები ვინიცაში. ამით პუტინი ამერიკელებს ეუბნება: არ ღირს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ისინი ამ იარაღს ვერ დაიცავენ. პრობლემა იმაშია, თუ რატომ ვაძლებთ პუტინს მსგავსი "საჩუქრების" გაკეთების უფლებას“, - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს კალინოვკასთან მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. კალინოვკიდან და მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.
ავტორი: ,