03:57 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 13:16:15, 1908 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტრო სოფლად სახლს კიდევ 80 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სოფლად სახლს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით,  კიდევ 80 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის.  

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სახლების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა  კომისიამ მიიღო.

უწყების ცნობით, კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს თანამშრომლები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.

სოფლად სახლის შესყიდვის მოთხოვნით, განაცხადების  მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ დრომდე,  სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით,   სოფლად სახლი  უკვე 1700  დევნილ ოჯახს  შეუსყიდა.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics