03:56 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 13:10:18, 1818 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, 3 950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტების დასახმარებლად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ. ღამით, რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, ტურისტების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ვერ მოხერხდა. შსს-ს მაშველები, მთელი ღამის განმავლობაში, ტურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ და შეუძლოდ მყოფ პირს დახმარებას უწევდნენ.

გამთენიისას, წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, პოლონეთის ორივე მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს. ამჟამად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics