02:45 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 17:45:46, 2332 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია დიღმის ტყე-პარკში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის გივი კუბლაშვილის განცხადებას, დიღმის ტყე-პარკში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ეხმაურება.

აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობის” ბინძურ პიარ კამპანიას, რადგან დიღმის ტყე-პარკში საღი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ამ დროისთვის ტყე-პარკში სანიტარული ჭრის ღონისძიებებს ახორციელებს. სანიტარული ჭრის ფარგლებში იჭრება 35 ზეხმელი და ავარიული ხე. ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება. 
თბილისის მერიამ სამი წლის განმავლობაში ტყე-პარკში 1000-მდე ხე დარგო. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის მერიამ მიწის ადგილმონაცვლეობის საფუძველზე წინა ხელისუფლების დროს  გასხვისებული დიღმის ტყე-პარკიდან  ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნა.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics