|
2017-09-26 16:47:19, 1960 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეების NASA-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ
„ჩაკრულოს“ კვირეულის ფარგლებში საქართველოს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ. დღეს, მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი, რობ მენინგი და Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი, ჯონ კასანი საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართული შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მას თავდაცვის უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. რობ მენინგმა და ჯონ კასანმა სამხედრო მოსამსახურეებს თავიანთი საქმიანობის, განვლილი გზის, კვლევებისა და მარსზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მარსის პროგრამის მთავარმა ინჟინერმა მსოფლიო მშვიდობის დამყარების პროცესში საქართველოს უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა დიდი პატივია. „ჩაკრულოს კვირეული“ საქართველოში 25-28 სექტემბერს ამერიკის საელჩოსა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, ფონდ „ნოვას“ ორგანიზებით იმართება. 1977 წელს ლეგენდარული მეცნიერის, კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“ გაგზავნა, რომელზეც 27 ქვეყნის მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის ქართული „ჩაკრულოც“ იყო. წელს NASA-ს ამ ისტორიული კოსმოსური მისიიდან 40 წელი შესრულდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)