02:44 - 07 Jul, 2026
|
2017-09-26 13:17:55, 2207 ნახვა
საზოგადოება
აფეთქების შედეგად დაშავებული მესაზღვრეების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 2 დაშავებული ქართველი მესაზღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში განუცხადეს. როგორც ცენტრში აღნიშნავენ, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მკურნალობა უტარდებათ. მათივე ცნობით, ერთ მესაზღვრეს სხეულის 35% აქვს დამწვარი, ხოლო მეორეს 45%. ცნობისთვის, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ, გაზის ბალონის აალებამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)