|
2017-09-26 13:17:45, 1883 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერი დავით ნარმანია და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად, ავშნის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ავშნის ქუჩასა და შესახვევებში აქამდე კანალიზაციის ცენტრალური სისტემა და ასფალტის გზა არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო კანალიზაციის ქსელი და დაერთებები, შეიცვალა წყალსადენის მილები და 13 000 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. კერძოდ, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტის ახალი საფარი. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ავშნის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, ნაძალადევის რაიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. „ძალიან მასშტაბური პროექტი სრულდება. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, ვინაიდან ასეთი კეთილმოწყობილი გზა აქ არასდროს ყოფილა. დიდი მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნას ადეკვატურად უპასუხა ნაძალადევის გამგეობამ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების საერთო ღირებულება 950 000-მდე ლარს შეადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)