|
2017-09-25 18:24:10, 2164 ნახვა
საზოგადოება
უმსხვილესი ფრანგული აგრარული კოოპერატივი საქართველოსთან თანამშრომლობას გეგმავს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ფრანგული კოოპერატივის „AXEREAL“ აგრარული განვითარების მენეჯერს, ჟან-ფრანსუა ბერგერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მარცვლეული კულტურების თესლის წარმოებისა და მეფრინველეობის დარგში ბიოწარმოების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ჟან-ფრანსუა ბერგერის დეტალური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრა გაიმართა ასევე მეფრინველეობის და მარცვლეული კულტურების თესლის მწარმოებლებთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ფრანგ მენეჯერს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეული კულტურების (ხორბალი და სიმინდი) საშრობი და შესანახი მეურნეობა შპს „ლომთაგორა“ დაათვალიერებინა . ფრანგული კოოპერატივის „AXEREAL“ აგრარული განვითარების მენეჯერმა მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობის კუთხით და ქართველ მწარმოებლებს საქართველოში სათესლე მასალით უზრუნველყოფის პირობით, ხორბლის ახალი ფრანგული ჯიშების გამოცდა შესთავაზა. 13 000 წევრიანი ფრანგული კოოპერატივი „AXEREAL“, ერთ-ერთი უდიდესი კოოპერატივია საფრანგეთში, რომელიც ქათმის ხორცის, კვერცხის, ასევე სათესლე მასალის და საკვები პროდუქციის წარმოებას აერთიანებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)