|
2017-09-22 15:11:07, 2423 ნახვა
ეკონომიკა
სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე თბოსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელა. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაგეგმილსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის არსებული სხვაობიდან გამომდინარე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (თბილსრესის N3,4 ბლოკები) ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 14.234 თეთრი/კვტსთ-დან 10.963 თეთრი/კვტსთ-მდე შემცირდა. შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ (თბილსრესის N9 ბლოკი) ტარიფი 12.194 თეთრი/კვტსთ-დან 11.358 კვტ/სთ-მდე შემცირდა. შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ დადგენილი ტარიფი -9.056 თეთრი/კვტსთ შემცირდა 8.056 თეთრი/კვტსთ-მდე, ხოლო შპს „ჯიფაუერისთვის“ -14.120 თეთრი/კვტსთ-დან 10.537 თეთრი/კვტსთ-მდე. ტარიფების მოქმედების ვადა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. ამასთან, კომისიამ იმსჯელა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყების შესახებ დღის წესრიგით წარმოდგენილ შემდეგ საკითხებზე: შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (თბილსრესის N3,4 ბლოკები) გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2018 წლის ტარიფების დადგენის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად; შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ ( თბილსრესის N9 ბლოკი) ელექტროენერგიის წარმოების 2018 წლის ტარიფის დადგენის თაობაზე ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. აღნიშნულ საკითხებზე კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად 2017 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა, ხოლო კომისიაში ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად - 2017 წლის 20 ოქტომბერი.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)