11:49 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 11:47:01, 2330 ნახვა

კომენტარი
ბიბილოვი: ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები სამხრეთ ოსეთში ტყვია-თუთიის საწარმოს აღდგენით დაინტერესდნენ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები ე.წ. რესპუბლიკის ქალაქ კვაისაში ტყვია-თუთიის საწარმოს აღდგენით დაინტერესდნენ, - ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.

როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტმა განმარტა, მაღაროების მდგომარება უნდა შეისწავლონ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

"კვაისის მაღაროები სსრკ-ს ეკონომიკაზე იყვნენ დამოკიდებული. წარმოების აღსადგენად სერიოზული ინვესტიციებია საჭირო. ჩვენი კორეელი და ჩინელი კოლეგების მხრიდან დაინტერესება  არსებობს და ვფიქრობ, რომ შესწავლით სამუშაოებს დავიწყებთ. მითუმეტეს, რომ 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ განადგურდა, მაღაროების დიდი ნაწილი დატბორილია. ეს ყველაფერი შესწავლას საჭიროებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბიბილოვმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics