|
2017-09-18 18:34:44, 2456 ნახვა
მსოფლიო
ლვოვის სასამართლომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად მიიჩნია
ლვოვის საოლქო სასამართლომ უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად მიიჩნია, - ამის შესახებ 112.UA სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. როგორც სასამართლოში აცხადებენ, წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად სცნეს. ”წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვისა და შეფასების შემდეგ, სასამართლომ, დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა, მტკიცებულებები კი დასაშვებად სცნო. აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ დავით საყვარელიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნიოს”, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ, უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" წევრს, დავით საყვარელიძეს აღკვეთის ღონისძიება არ დაუწესა. მას თავდებში რადას რამდენიმე დეპუტატი დაუდგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)