15:55 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 11:28:15, 2098 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენელი პირველად დაინიშნა

ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით, საქართველოში პირველად დაინიშნა გაერთანებული სამეფოს სავაჭრო  წარმომადგენელი, მარკ პრიტჩარდი, რომელიც ორ ქვეყანას შორის  ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმუშავებს.
 
მარკ პრიტჩარდი, რომელიც სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობას შეითავსებს  და პერიოდულად ეწვევა საქართველოს, ფორმალურად  ლიამ ფოქსის საერთაშრისო ვაჭრობის დეპარტამენტს დაექვემდებარება. იგი ასევე განაგრძობს ლონდონში პარლამენტარის თანამდებობაზე მოღვაწეობას. 
 
გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის ფუნქციას პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნული პარლამენტარები  ითავსებენ, რომელთა ფუნქციაშიც შედის ერთ ან მეტ განვითარებად ბაზარზე ჩართულობა, სადაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ  მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების არსებობა გამოავლინა. წარმომადგენლები ხელს უწყობენ მათი დაფარვის ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას გაერთიანებულ საემფოსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებით და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობით.  
 
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის რანგში, მარკ პრიტჩარდი მონაწილეობას მიიღებს ა.წ. ოქტომბერში ლონდონში დაგეგმილ უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში, რომელშიც ქართველი და ბრიტნაელი ბიზნესმენებიც იქნებიან ჩართულნი.
 
გაერთიანებულ სამეფოში სავაჭრო წარმომადგნელის პროგრამა 2012 წლიდან არსებობს და ამჟამად, 50-ზე მეტ ბაზარზე 28 სავაჭრო წარმომადგენელი მოღვაწეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics