|
2015-04-28 19:04:31, 876 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 აპრილის მდგომარეობით, აპრილის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული. უწყების ცნობით, საგადასახადო შემოსავლებმა 2 მილიარდ 357.8 მილიონი ლარი (113.6%) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 282,1 მილიონი ლარით მეტია. „ასევე, გადაჭარბებითაა შესრულებული მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი. ამ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით მობილიზებულია 2 მილიარდ 443,3 მლნ ლარი (113.4%), რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 287.8 მლნ ლარით აღემატება. მნიშვნელოვანია, რომ მარტში 12,5 პროცენტით არის გაზრდილი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა. 2015 წლის თებერვლის მსგავსად, მარტშიც მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა და ზრდამ წინასწარი მონაცემებით, 4.1% შეადგინა, პირველ კვარტალში კი, 3.1%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ოთხი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო მოგვიანებით გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)