20:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 12:01:50, 2211 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებმა ანაკლიის მომავლის ბანაკში დაისვენეს

ანაკლიის „მომავლის ბანაკი - 2017“ საზეიმოდ დაიხურა. 
დანაშუალის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, დახურვის ცერემონიას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ. 
მათივე ინფორმაციით, გიგა გაბელაია მოზარდებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, მონაწილეებს სამომავლოდ წარმატებები უსურვა და ბანაკის განხორციელებაში ჩართულ ყველა სტრუქტურას, ასევე ბანაკის თანამშრომლებსა და ლიდერებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა. 
ლიდერები და მონაწილეები სტუმრების წინაშე საკუთარი ხელით შექმნილი კოსტუმებით წარდგნენ და შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
 საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ბანაკში, სხვა თანატოლებთან ერთად, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების 50-მდე მონაწილემ დაისვენა. 
(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics