|
2017-09-14 18:21:58, 2177 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: პრეზიდენტობის დროს, სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მას უთვალთვალებს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქალაქ ჩერნოვციში, სასტუროს ნომერში, სადაც ის არის გაჩერებული, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება სცადეს. „თავდაპირველად, ჩემმა დაცვამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხალხის შემოჭრის მცდელობა აღკვეთა. მათ სპეციფიური ჩემოდნები ჰქონდათ. მათ შემოსვლა სცადეს, თუმცა ჩემმა დაცვამ არ შეუშვა. შესვლა სურდათ, თუმცა ჩემმა დაცვამ არ შემოუშვა, ამის შემდეგ კი, ბოდიში მოიხადეს და თქვეს, რომ ნომერი შეეშალათ. შემდეგ მათ დაიკავეს სხვა ნომერი, რომეშიც ვიპოვეთ სპეცტექნიკა. მაშინ, როდესაც მტერმა აღმოსავლეთით საზღვარი გაარღვია, როდესაც უკრაინა სავსეა ჯაშუშებით, როდესაც მედვედჩუკი პოროშენკოს მთავარი ბიზნესპარტნიორია და ყოველდღე უკრაინელ მძღოლებზე ფულს აკეთებს, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი იშლება და ინგრევა, ისინი დაკავებული არიან ჩემი პირადი ცხოვრების ჩაწერით. პეტრო ალექსეევიჩ, თავისუფალ დროს სხვა საქმე არ გაქვთ? გსურთ, ნახოთ, როგორ დადის სააკაშვილი ტუალეტში? თქვენი ცხოვრება არ გყოფნით? ჩემი პირადი ცხოვრებით, სექსუალური ისტორიებით ინტერესდებით? მყავს ასეთი ხალხი ნანახი, პუტინი იყო ამით დაკავებული, ჩვენ საქართველოში გვყავდა ნაძირალა ასლან აბაშიძე, რომელიც ამას აკეთებდა. ნუთუ არ გრცხვენიათ?! იცით, როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მტრის ერთ-ერთი აგენტის ჩანაწერი მომიტანეს, რომელიც პირადი ხასიათის ინფორმაციას შეიცავდა და ჩვენს სამსახურებს ამის მისი გადმობირებისთვის გამოყენება უნდოდათ. ვთქვი - ახლა თქვენ ამას გაანადგურებთ და არასდროს ჩაწერთ მტერსაც კი მათ ნომრებში, ოთახებში, საძინებლებში, ტუალეტებში, აბაზანებში. თქვენ კი, რას აკეთებთ? რა არის ეს? ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. კარგად იყავით, შეხვედრამდე კიევში“, - განაცხადა სააკასვილმა. მიმართვაში ჩანს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მიერ ნაპოვნი ჩამწერი აპარატურა.
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
რუსეთში, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებმა თავდასხმა განახორციელეს, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია
წიგნების ჩალაგება დავიწყე - ვუჩიჩმა მალე გადადგომის შესახებ განაცხადა
ქსირმა პირობა დადო, რომ ახლო აღმოსავლეთს აშშ-სთვის „ჯოჯოხეთად“ გადააქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)