|
2017-09-11 05:05:08, 1997 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე: ხვალ „ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას მოვახდენთ - იქნება სერიოზული სიურპრიზები
„ქართული მარში” ხვალ „ქართული ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას გეგმავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, ისინი ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხს გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ექვს საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისისკენ გაემართებიან, სადაც ე.წ. სოროსის ფონდის გაუქმებას მოითხოვენ, შემდეგ კი, „ქართული ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას დაიწყებენ: „ქართული მიწა იყიდება საგანელიძის პროექტის გამო, რომლის მიხედვითაც, ნახევარი მილიარდი დოლარი, ანუ 500 მილიონი დოლარი უნდა შევიდეს საგანელიძის და ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეებში, აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას კანონისას, რომლის მიხედვითაც, პირდაპირი მიყიდვის წესით მთავრობას და კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ, ირანელებზე, თურქებზე, ჩინელებზე გაასხვისონ მიწები და აქ ჩამოასახლონ უცხოტომელები. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომ ქართული მიწა არ იყიდება, მაგრამ ამ კანონპროექტით ფაქტობრივად ამას ხაზს უსვამს და ქართული მიწის გაყიდვა შესაძლებელი იქნება და ჩვენ მივიღებთ საშინელ სიტუაციას. ვაპროტესტებთ ამას. ეს ყველაფერი არის პარლამენტის ე.წ. სოროსელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, ჩუგოშვილის, თალაკვაძის, ნაცზონდერი ზარდიაშვილის და ამ საპარლამენტო გუნდის ინიციატივა, რათა ხელი შეეწყოს იმ ფულის შემოდინებას და ჯიბეში ჩადებას, რომელ ფულზეც დახარბებულები არიან ეს ვაჭრუკანები. ესენი არიან სოროსის შვილობილები და სოროსის მითითებებით მოქმედებენ დღემდე. ექვს საათზე ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, მივდივართ სოროსის ფონდის ოფისთან, მოვითხოვთ სოროსის ფონდის გაუქმებას, იქვეა ქართული ოცნების ცენტრალური საარჩევნო შტაბი და დავიწყებთ ქართული ოცნების ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას. ჩვენ ვთხოვთ, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ახა კალაძემ, რომელიც ასევე გენერალური მდივანია „ქართული ოცნების“ პარტიის, დააფიქსიროს პოზიცია ამასთან დაკავშირებით-ემიჯნება ის თავის თანაგუნდელებს, თუ ისიც მომხრეა, რომ ქართული მიწა გაიყიდოს და ჩვენი მიწა ხელში ჩაიგდოს უცხოტომელებმა“,-განუცხადა სანდრო ბრეგაძემ „ექსპრესნიუსს“. სანდრო ბრეგაძე სერიოზულ სიურპრიზებს აანონსებს და ამბობს, რომ ის გადაიზრდება მძლავრ საპროტესტო ტალღაში, რომლის მოთხოვნებიც ბევრად უფრო რადიკალური იქნება.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)