|
2017-09-11 02:40:30, 2210 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრი: სააკაშვილმა უკრაინაში შემოსვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს
მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის პირი, ვინც მასთან ერთად უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, უნდა გამოცხადნენ "შეგინის" სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და გაფორმების პროცედურა გაიარონ ან მიგრაციული სამსახურის განყოფილებაში მივიდნენ, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ავაკოვმა აღნიშნა, საზღვრის „გარღვევის“ ყველა მონაწილე, მათ შორის სახალხო დეპუტატები, პოლიციაში ჩვენების მისაცემად უნდა გამოცხადდნენ. მინისტრის თქმით, მისი ერთადერთი მიზანი სისხლისღვრისა და მასობრივი შეტაკებებისგან თავის არიდება იყო. მანვე აღნიშნა, რომ გუშინ საზღვარზე, სამართალდამცველებმა "სპორტული აღნაგობის" ათობით ადამიანი დააკავეს. ავაკოვმა განმარტა, რომ ისინი სავარაუდოდ არეულობის მოსაწყობიდან იყვნენ მისულები. შს მინისტრმა აღნიშნა, რომ მან აქციების მონაწილეების წინააღმდეგ იარაღისა და ძალის გამოყენება აკრძალა. გარდა ამისა, ავაკოვმა გუშინ მიხელ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების უკრაინაში შეჭრა, "დამამცირებელ ქმედებად" შეაფასა და დასძინა, რომ ეს არის ინსტიტუციონალურობის თვითმკვლელი დანგრევა. მინისტრის ცნობით, საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო 16 მესაზღვრე და სამართალდამცველი დაშავდა. "ბატონო პოლიტიკოსებო, არ გაცვალოთ უკრაინა პირად პოლიტიკურ ინტერესებზე. ჩვენ მხოლოდ პატარა ეპიზოდი ვართ ამ დიდი ქვეყნის ისტორიისა. რაც არ უნდა მოხდეს, იქნებით თქვენ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში, გარისკეთ თქვენი პირადი პოზიციებით, მაგრამ არ გაცვალოთ უკრაინა. საზღვრის გარღვევის ფაქტზე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დაწყებულია გამოძიება. ეს ძალიან მძიმე მუხლია და დიდი იმედი მაქვს პროკურატურა და სასამართლოები ჩვენ დაგვიჭერენ მხარს. ყველა პერსონა, ვინც მონაწილეობდა საზღვრის გარღვევაში, მესაზღვრეებსა და პოლიციელებზე თავდასხმაში, იქნება გამოვლენილი და კანონის შესაბამისად დაისჯება“, - წერს ავაკოვი. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. ახლა ის ლვოვში იმყოფება. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლა ასობით მხარდამჭერის დახმარებით შეძლო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)