06:28 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 04:46:54, 3674 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: თემურ მახაური პუტინის რეჟიმს ებრძოდა და კადიროვის პირადი მტერი იყო

კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპულ თემურ მახაურზე რუსული სპეცსამსახურები ნადირობდნენ, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მახაურზე თავდასხმების სერია ადრეც ხორციელდებოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თემურ მახაური, იგივე "ზონა" ყველა შესაძლო ხერხით პუტინის რეჟიმს ებრძოდა და რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო.

ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ თემურ მახაური მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში დაღესტანში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კი, საქართველოს მხარეს იბრძოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე ალი ტიმაევი ზედმეტ სახელად "ზონა" დაიღუპა. ინციდენტის შედეგად მძიმედ დაშავდა მახაურის მეუღლე. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციაშია გადაყვანილი. ავტომობილში მახაურის შვილიც იყო, თუმცა ბავშვის სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics