|
2017-09-04 05:09:56, 2010 ნახვა
საზოგადოება
კორეის რესპუბლიკა მზადაა, საქართველოს ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში დაეხმაროს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერი პარკ იო სუნი და ასამბლეის დელეგაცია მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით, ვაჭრობის, ენერგეტიკის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. ირაკლი კობახიძემ პარკ იო სუნს მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეშფოთება გამოხატა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ბომბის გამოცდასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულის, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერმა წუხილი გამოთქვა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის გამო. მისი თქმით, კორეის რესპუბლიკა მზადაა საქართველოს ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში დაეხმაროს. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობაზე. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას ის ეროვნული ასამბლეის წევრებს მიაწვდის. მხარეების თქმით, მიმდინარე წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პარლამენტში არსებული კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას ხელს უწყობს მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები. აგრეთვე, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მზარდი ტურისტული დინამიკა მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ კორეული კომპანიები კიდევ უფრო აქტიურად დაინტერესდებიან საქართველოში სხვადასხვა პროექტების განხორციელებით. პარკ იო სუნმაც გამოთქვა სურვილი, რომ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში ჩაერთოს ბევრი კორეული კომპანია. შეხვედრის დასასრულს, ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კორეის რესპუბლიკაში მიიწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ირინე ფრუიძე და გიორგი ხატიძე, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)