|
2017-09-02 03:14:03, 2355 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა კონგრესს ტეხასში სტიქიით დაზარალებულებისთვის 7,8 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის კონგრესს თხოვნით მიმართა, რომ ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ბიუჯეტიდან 7.8 მილიარდი დოლარი გამოყოს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული თანხა პირველად ზარალს შეესაბამება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ ზარალის ოდენობა გაიზარდოს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ზარალმა შესაძლოა 125 მილიარდი დოლარი შეადგინოს. როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპი შტატ ტეხასში ჩასვლას დღესაც გეგმავს. მანამდე ის სტიქიის ზონაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ დაშავებულთა და გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცულობს. "მინდა გაგამხნევოთ და თანადგომას დაგპირდეთ, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ხელახლა ავაშენებთ თქვენ სახლებს, თქვენ ქალაქებს. ჩვენ ერთად ვართ და ამ ტრაგედიას ერთად გავუძლებთ“, - დასძინა დონალდ ტრამპმა. სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას Hollywood-ის ვარსკვლავებიც ეხმარებიან. კერძოდ კი, ცნობილმა კომიკოსმა კევინ ჰარტმა, დაზარალებული ხალხის დასახმარებლად სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც ცნობილ ადამიანებს მოუწოდა დაზარალებულებს ფინანსური დახმარება გაუწიონ. აღნიშნული "გამოწვევა" მსახიობებმა და მომღერლებმა უკვე უპასუხეს. მათი უმეტესობა „წითელი ჯვრის“ ანგარიშზე 25 000 დოლარს ან მეტ ფულად დახმარებას რიცხავს. გამოწვევაში უკვე ჩაერთვნენ მსახიობი დუეინ ჯონსონი, მომღერალი კრის ბრაუნი, რეპერი T.I., წამყვანი კიმ კარდაშიანი და სხვები. დაზარალებულების დასახმარებლად ოსკაროსანმა მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ 1 მილიონი დოლარი გამოყო. კომპანია DELL-ის დამფუძნებელმა დაზარალებულთა ანგარიშზე 37 მილიონი დოლარი გადარიცხა. ცნობისთვის, ბოლო 12 წლის განმავლობაში ,,ჰარვი’’ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც ამერიკას თავს დაატყდა. შეგახსენებთ, რომ ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში სტიქიას 25 აგვისტოდან ებრძვიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)