12:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 01:52:02, 2128 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის ინიციატივით, ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში მონაწილე ადამიანები წახალისდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს პრემირების საკითხის უმოკლეს დროში გადაწყვეტა დაავალა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული ადამიანები უნდა წახალისდნენ:

"ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მახლობლად საკმაოდ მასშტაბური ხანძარი ჩაქრა ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით. ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა, ძალიან კოორდინირებული მუშაობა ბევრი სახელმწიფო და კერძო უწყების. მინდა ყველა ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც იქ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა მართლაც გამძინვარებულ სტიქიას, მასშტაბი ახლა ფასდება და საკმაოდ დიდი იყო მასშტაბი, ეს იყო 3 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ჩაქრობაში მონაწილეობდა. ეს იყო ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელბი, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ პირველ რიგში ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა და ასევე ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა და ვფიქრობ, ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. ასეთი გამოწცვევის დროს შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო. ფინანსთა მინსიტრს მინდა დავავალო, რომ პრემირების საკითხი უმოკლეს დროში მოგვარდეს, ვინც იყო ამ სტიქიაში ჩართული, მათ ნადმვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის ბუნებრივი”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics