14:18 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 01:32:25, 2361 ნახვა

რეგიონი
შსს: აბასთუმანში 4 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, საიდანაც ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მიყვანა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს.

„მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა ხანძრის უმოკლეს დროში ქრობისთვის მიმდინარე სამუშაოები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება.  გაიჭრა 4 კილომეტრამდე გზა, საიდანაც ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მიყვანა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ადგილზეა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა  და დაცული ტერიტორიების  სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო.

ცეცხლის ეფექტურად ქრობის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია საჰაერო ტექნიკაც“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics