10:21 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-29 03:46:26, 2571 ნახვა

საზოგადოება
განახლებულიმეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ გახსნა.

დღეიდან მგზავრებს სრულად განახლებული და გარემონტებული „ახმეტელის თეატრის“ სადგური მოემსახურება. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები. ასევე შეიცვალა მეტროსადგურში განთავსებული მიმართულების მაჩვენებლები. მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დამბა“.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიცვალა. 

„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“  მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა, რათა სადგური იყოს უფრო უსაფრთხო,  მეტად დაცული და კომფორტული. შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეებიც ხედავენ, რომ სადგური უფრო მეტად გალამაზდა, მოწესრიგდა, აღიჭურვა თანამედროვე საშუალებებით, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთიან  სათვალთვალო სისტემასთან არის მიერთებული. გარდა ამისა, ის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები, რაც აუცილებელია რომ გათვალისწინებული იყოს, დაცულია და ამ მიმართულებითაც მეტროსადგურის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის მოწესრიგებული“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

(NS)

შეგახსენებთ, რომსატრანსპორტოკომპანიამ, მერიისმხარდაჭერით 2016 წლიდანდაიწყომეტროსსადგურებისგანახლებისპროექტი, რომლისფარგლებშიცუკვეგანახლდა „ახმეტელისთეატრის“ სადგური. უახლოესდღეებშიდასრულდება „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, სადგურ „ავლაბარს“  ჩაუტარდაგამაგრებითისამუშაოები. სადგურებისრეაბილიტაციისპროექტიმომავალშიცგაგრძელდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics