08:34 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 01:43:09, 2323 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომის ტყეში ამ დროისთვის ანთებული ცეცხლის კერა არ ფიქსირდება

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება. დილიდან მუშაობა  განაახლა 6 ვეტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები. მთელი ღამის განმავლობაში მუშოაბდა მძიმე ტექნიკა.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეის მდგომარეობით, 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული, 1 ბელარუსულიდა 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე 1 თურქული თვითმფრინავი მონაწილეობს.

„ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ტერიტორიას შესწავლის, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები“,-აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics