|
2015-04-26 16:52:31, 619 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ
„ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ, როცა სულიერი ფასეულობის გადაფასება ხდება“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. „გადადგმულია დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, ტექნიკაში , მაგრამ ამავე დროს, გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები უკან. ნაკისრია დიდი მოვალეობა, დიდი პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა ილია მეორემ. საქართველოს პატრიარქმა საკვირაო წირვა სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონთან ერთად აღავლინა. „ ბედნიერი ვართ, ვხედავთ, რომ აშშ მეგობარია საქართველოსი, ჩვენ დიდად ვაფასებთ აშშ–ს დახმარებას“, – ბრძანა ილია მეორემ. მიტროპოლიტმა ტიხონმა ილია მეორეს საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლიერი ვარ თქვენი და თქვენი ეკლესიის თბილი მიღებისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის, იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც ჩვენი ეკლესიისთვის ყოველთვის იჩენდით. მადლიერი ვარ იმ თბილი მოგონებებისთვის, რომელიც უკავშირდება თქვენს ვიზიტს აშშ–ში 1998 წელს, როცა წმინდა ტიხონის მონასტერში იმყოფებოდით, პენსილვანიაში, სადაც მე, როგორც ბერი 18 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. მადლიერი ვარ სიმდაბლით, სავსე და შთაგონებული საქართველოს წმინდა ეკლესიის მოწამეობრივი გზით 2000 წლის განმავლობაში, მასშტაბი ამ მოწამეობისა განსაცვიფრებელია. ძალიან ბევრი მორწმუნე ამერიკაში მართლმადიდებელ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულია, რომელთაც მართლმადიდებლობასთან კავშირი არ ჰქონიათ. მათ ჩემს მსგავსად აღმოაჩინეს სიცოცხლე ქრისტეში, რაც საქართველოს ეკლესიამ საუკენეების განმალობაშ იცოდა, იცავდა და თაობიდან თაობას გადასცა“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ტიხონმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)