05:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 11:26:11, 2226 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 კორპუსში მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ზღვის უბნის (თემქა) მე-11 მ/რ, მე-2 კვ. 32, 33, 33ა და 34 კორპუსებში კანალიზაციის შიდა ქსელის რეაბილიტაცია. 

თბილსის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 600 გრძივ მეტრზე იცვლება კანალიზაციის მილები და მონტაჟდება ჭები.

 ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. 

„საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბევრ მისამართზეა წყალ-კანალიზაციის პრობლემა და ვცდილობთ, ეტაპობრივად, ყველა ასეთ პრობლემურ კორპუსში გამოვცვალოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულად ამ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 89 425 ლარი გამოიყოფა. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics