|
2017-08-15 11:53:53, 2690 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ვაპირებ, უკრაინის საზღვარი ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადავკვეთო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში დაბრუნებას აპირებს და აღნიშნა, რომ რომ საზღვარს ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადაკვეთს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "ტელეარხ 24-ის" ეთერში განაცხადა. უკრაინაში დავბრუნდები. სხვა საცხოვრებელი ადგილი მე არ მაქვს. ჩემი ნივთებიც კი, უკრაინაშია. ჩემი მეგობრებისა და იმ პარტიის წევრთა უმრავლესობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაში არიან. ზეგ დავასახელებ უკრაინაში დაბრუნების კონკრეტულ თარიღს. ავიღე უკრაინელების დაცვაზე პასუხისმგებლობა. ეს პოროშენკოს და ოლიგარქებს არ სურთ. მე მათი არ მეშინია. ვსაუბრობ ევროპულ მედიასთან. მაქვს შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან. მათ მოვუწოდებ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ. ჩემი უახლოესი გეგმები უკრაინას უკავშირდება. უკრაინა ოლიგარქებისგან უნდა გავათავისუფლო", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ამასთან, 16 აგვისტოს, 19:30 საათზე, პირდაპირ ეთერში სააკაშვილი „უკრაინაში დაბრუნებისა და უკრაინელებისთვის უკრაინის დაბრუნების გეგმას“ გააჟღერებს. ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უნგრეთში უმცროს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად იმყოფება. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს დაკარგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)