|
2017-08-12 10:37:01, 789 ნახვა
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსი გარდაბანში მოსახლეობას შეხვდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსმა, დავით კიკოლაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და რწყვის სეზონის მიმდინარეობა. კიკოლაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონალური შტაბების მუშაობასა და ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს რწყვის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის საკითხის მოგვარება. ქვემო ქართლის რეგიონში 2012 წლიდან განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი.
(NS)
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)