|
2017-08-09 12:37:59, 669 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების კვლევა ჩატარდა
ასოციაციამ „ერთმანეთისთვის" ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭერით მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაცია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში გამოიკითხა 547 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. კვლევის მიზანია სათემო სერვისების საჭიროებების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შესაბამისი პროგრამების ინიცირებასა და იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერაა. „კვლევა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სათემო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდის, ინკლუზიური განათლების წვდომის გაფართოების, სათემო კავშირების გაძლიერების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სერვის პროვაიდერების კოორდინირებული ძალისხმევა ამ მიმართულებით" - აღნიშნა პრეზენტაციის შეჯამებისას ასოციაცია „ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურიძემ. მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების ირგვლივ კვლევებით წარსდგენენ ასევე „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი გელეიშვილი და ორგანიზაციის „ხელი ხელს" დამფუძნებელი და შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე მაია შიშნიაშვილი. მათ აჭარის რეგიონში სათემო ფსიქიატრიული სერვისების განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს. პროექტის პარტნიორია „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი", რომელიც აქტიურად მუშაობს სათემო ფსიქიატრიული სერვისის განვითარებაზე, კერძოდ, ცენტრის ინიციატივით ხორციელდება აქტიური (ასერტიული) სათემო ფსიქიატრიული მომსახურების მოდელის განვითარება საქართველოში.
(NS)
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)