21:51 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 11:19:32, 2258 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პრემიერი მეხანძრეებს და მაშველებს ოპერატიული მუშაობისთვის მადლობას უხდის.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს ძალიან ოპერატიული მუშაობისთვის.

მათ მთაწმინდის რაიონში საკმაოდ რთულ რელიეფზე, უმოკლეს დროში მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ, დარჩენილი კერების სრულად  ლიკვიდირება. ამით მათ საფრთხე აარიდეს მოსახლეობას.  

ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები მობილიზებულნი იყვნენ შემთხვევის ადგილზე და ატარებდნენ პრევენციულ სამუშაოებს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.  

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics