21:50 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 18:30:43, 2178 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროს ზაზა გრიგოლიასთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგო  და მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმაც მიიღეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„შინდისი ის ადგილია, სადაც 9 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომის ეპიცენტრი იყო. ამ ბიჭებმა სამშობლოს სიყვარულისა და გმირობის უპრეცენდენტო მაგალითი აჩვენეს. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებთ და მათ ოჯახებს მადლობას ვეუბნებით ასეთი გმირების აღზრდისთვის“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პირობით მსჯავრდებულებმა მარნეულსა და ბათუმშიც მიაგეს პატივი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics