21:50 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 18:29:58, 2111 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, გურამ ტომარაძესთან ერთად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, დავით ვარდიაშვილმა და გურამ ტომარაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

გახსნის ცერემონიის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაცვლილ პოლიციელთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი, 20 წლის ზვიად ჩიჩუა. იგი ფოთის პორტის დაბომბვისას მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics