12:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 13:23:07, 2686 ნახვა

სამართალი
შსს ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ფ.ა. ნარკოდანაშაულისთვის ანაკლიაში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ფ.ა.-ს დაკავების ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკის შემცველი: 7 აბი და აბის ნატეხები, 1 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი და 2 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება.

პოლიციამ ანაკლიაში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოიღო სხვადასხვა ფერის და დასახელების 51 აბი და აბის ნატეხები.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაკავებულს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics