14:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 11:41:58, 2640 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს მამა გიორგი მამალაძე დაიკითხება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე დაიკითხება. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მამა გიორგი მამალაძემ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და აქედან გამომდინარე, პროკურორისვე განმარტებით, უცნობია, ის გააჟღერებს გამოძიებისთვის მიცემულ ინფორმაციას, თუ სასამართლოს ახალ ინფორმაციას მიაწოდებს. დღევანდელ პროცესზე ასევე მოხდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

„როგორც წინა სასამართლო სხდომაზე მათ გააჟღერეს, დღეს მოხდება ბრალდებულის დაკითხვა. ბრალდებულის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე, გამოკვლეულია არაერთი წერილობითი მტკიცებულება და ცალსახად დადასტურებულია, რომ ბრალდებული ჩვენების მიცემის დროს იტყუებოდა. დაველოდებით დღევანდელ სასამართლო პროცესს, ის გააჟღერებს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ინფორმაციას, თუ შეცვლის ჩვენებას, როგორც მას ჩვევია და მოგვაწოდებს ახალ ინფორმაციას“,-აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის შეფასებით, წინასწარი გამოძიების დროს მამა გიორგი მამალაძემ მისცა ისეთი ჩვენება, რომელიც  ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, საქმის შეწყვეტის საფუძველი იქნებოდა.

„ ის იქნება ნათქვამი, რაც არის სიმართლე, რომ არანაირი მკვლელობის მომზადებას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა“,-განმარტა მიხეილ რამიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics