14:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 14:59:39, 2697 ნახვა

სამართალი
ანაკლიაში, GEM fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერი დააკავეს

ანაკლიაში, GEM fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერი დააკავეს.

როგორც მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულს ნარკოტიკული საშულება „ექსტაზის“ უკანონო  შეძენა-შენახვას ედავებიან.

„ბაქარ ყორშია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერია, ანაკლიაში GEM fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს. რამდენად ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას ედავებიან ნარკოტიკული საშუალების (ექსტაზი) უკანონო შეძენა-შენახვას.

„თეთრი ხმაურის“  მოძრაობამ სწრაფი რეაგირების მიზნით სახალხო დამცველის აპარატი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩართო, რომლის წარმომადგენელიც ამ წუთებში იმყოფება ზუგდიდის პოლიციის შენობაში, ხოლო ჩვენი ადვოკატი მიემგზავრება ბათუმიდან ზუგდიდისკენ. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა ბაქარ ყორშია პოლიციელების მიერ ნაცემი იყოს. დამატებით ინფორმაციას დროდადრო გაგაცნობ“, - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics