|
2017-08-01 15:14:04, 2453 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პესკოვი პენსის ვიზიტზე: ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, პრობლემა რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ძალების გაფართოებაა
„აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს, პრობლემაა რუსეთის საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების გაფართოება“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ესტონეთსა და საქართველოში ვიზიტს. „პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ნატოს გაფართოებისთვის პროცესები იწყება. ეს სუვერენული ქვეყნებია, რომელიც საკუთარ საგარეო პოლიტიკას საკუთარი შეხედულებებით აწყობენ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. პრობლემა მხოლოდ რუსეთის საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების გაფართოებაა, რაც რა თქმა უნდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს“,-განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ცნობისთვის, საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გუშინ, მეუღლესთან ერთად ეწვია. მან დღეს შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. დღესვე მაიკ პენსი ალექსეევკას აეროპორტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, "ღირსეული პარტნიორი 2017"-ში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს. მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე საათში დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)