15:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 11:00:40, 2714 ნახვა

სამართალი
თურქეთიდან საქართველოში დიდ ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე, კიდევ 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თურქეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე, კიდევ ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული  ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ზ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, „მდმა“-ს შემცველი 74 აბი და ამფეტამინის შემცველი 17 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და  და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

შეგახსენებთ, თურქეთიდან ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით, სარფში კიდევ 1 პირი 26 ივლისს დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics