|
2017-07-26 11:41:03, 2249 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება მიუღებელია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარს (52%) სმენია იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც, 7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა. მოქალაქეთა უმრავლესობისთვის (59%) მიუღებელია ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება, რის შედეგადაც მათ ერთი უწყება უხელმძღვანელებს. მხოლოდ 16 % უჭერს მხარს ამ სიახლეს. მოსახლეობის 45%-ის აზრით, ამ ცვლილებებს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოზე,11%-ს კი სჯერა, რომ გავლენა პოზიტიური იქნება. NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. მეორე ნაწილს კი საზოგადოებას ხვალ გააცნობენ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)