|
2017-07-23 12:13:03, 2222 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: ამ ქვეყანაში ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება,თუმცა მათ ვაცნობეთ, რომ ადგილი შეეცვალათ, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ორი აქცია
„ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში ყველას აქვს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ ან ადგილი შეეცვალათ, ან დრო, რათა ორი აქცია ერთმანეთს არ დამთხვეოდა“,-ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დღეს აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს“ და „ქართველთა მარშის“ მიერ დაანონსებულ აქციებს. „გამომდინარე იქიდან, რომ ერთდროულად იყო ორივე აქცია დანიშნული, მეორე აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც გვიან შემოიტანეს წერილი, ჩვენ ვაცნობეთ რომ ამ დროს, ამ ადგილას, ზუსტად იყო დაგეგმილი სხვა აქცია. ყველას აქვს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქალაქში და ამ ქვეყანში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილას, იგივე დროს დანიშნული იყო აქცია და ან დრო შეეცვალათ, ან ადგილი შეეცვალათ, რათა ერთმანეთს არ დამთხეოდა ეს ორი აქცია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, დღეს აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია „ევროპული საქართველო“ აქცია-მსვლელობას „არა რუსულ ფაშიზმას“ გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)