11:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-22 17:12:43, 2920 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა

თბილისის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა.

ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე მისი მეგობარი ზაზა შენგელია ავრცელებს.

მისი თქმით, ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„დღეს ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენა საჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა - გარდაიცვალა და მარჯვენა საჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - წერს შენგელია.

შეგახსენებთ, ქვემო ფონიჭალაში გუშინ, გვიან ღამით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, 1 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics