|
2017-07-22 11:00:58, 2671 ნახვა
საზოგადოება
გადაუდებელი დახმარების ცენტრი „GEM FEST“-ზე პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს
ელექტრონული მუსიკის ფესტივალ “GEM FEST”-ზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდებას სადაზღვევო კომპანია „არდის“ მხარდაჭერით უზრუნველყოფს. აღნიშნულის შესახებ მემორანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ მოაწერეს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გადაუდებელი დახმარების სამი პუნქტი მოეწყო და სასწრაფო დახმარების სამი ეკიპაჟი სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა. ფესტივალის ვიზიტორებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე სადღეღამისო რეჟიმში მიეწოდებათ, საჭიროების შემთხვევაში კი, მათ ჰოსპიტალიზაციას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები უზრუნველყოფს. მუსიკალურ ფესტივალზე სამედიცინო პუნქტების გამართვამდე პერსონალმა სპეციალური სწავლებაც გაიარა. ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)