|
2017-07-21 17:44:02, 2271 ნახვა
საზოგადოება
მაღალმთიანი რეგიონების ნუსხას 37 სოფელი დაემატა
„მაღალმთიანი რეგიონების ნუსხას 37 სოფელი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები, პენსიონერები, ექიმები და სოციალურად დაუცველები, დამატებით შეღავათებს მიიღებენ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს კანონი მნიშვნელოვნად შეცვლის ცხოვრების დონეს მაღალმთიან რეგიონებში. „37 სოფელი დაემატა მაღალმთიანი რეგიონების ნუსხას, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები, პენსიონერები ექიმები და სოციალურად დაუცველები მიიღებენ დამატებით შეღავათებს. ასევე, დამატებით შეღავათებს მიიღებენ კომპანიები, რომლებიც თავისუფლდებიან აღნიშნული კანონის თანახმად მთელი რიგი გადასახადებისგან. მნიშვნელოვანია, რომ 250-მა კომპანიამ ისარგებლა უკვე 2016 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული ამ შეღავათებით. ვფიქრობ, ეს კანონი მნიშვნელოვნად შეცვლის ცხოვრების დონეს მთიან რეგიონებში. არამხოლოდ მოსახლეობის დაკავების კუთხით, არამედ ბევრი ადამიანი დაბრუნდება. ეს ტენდენცია უკვე შეინიშნება და გაგრძელდება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)